არ მაქვს პატივი, ვიცნობდე უკრაინის დაზვერვას და არც მის კომპეტენციაში მეპარება ეჭვი, მაგრამ, როდესაც ვკითხულობ ფორმულირებას "საქართველოსთან აწარმოებენ მოლაპარაკებებს შესაძლო არხის გახსნაზე სანქციების გვერდზე ავლის მიზნით", დიპლომატიაში ვარ დიდი ხანი და ვიცი, განცხადება როგორ და რისთვის არის შედგენილი. უკრაინის დაზვერვას არ ვიცნობ, მაგრამ ჩვენი მოკავშირეებისთვის მე ნათქვამი მაქვს და დაპირებაც მაქვს მიღებული, სანქციების გვერდის ავლის ფაქტი კი არა, სანქციების გვერდის ავლის მცდელობის ფაქტიც რომ იყოს, რომ გავიგებ იმ წუთას და პირველი ვიტყვი შენთან ეთერში ამას და არ გავჩუმდები. ჩემს პირდაპირ შეკითხვაზე და ნებართვა მაქვს ამაზე აღებული რომ ვთქვა – "აქამდე იყო, რაც თქვენს შეშფოთებას, აღშფოთებას, შეწუხებას, ეჭვს იწვევს?" პასუხი იყო ასეთი – "ჯერჯერობით არა".
რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი
ვაშაძე: მოკავშირეებს ვუთხარი, სანქციების ავლის მცდელობის ფაქტიც რომ იყოს, არ გავჩუმდები
tbl.ge/5zsi
დაკოპირდა

დეპუტატმა გრიგოლ ვაშაძემ ტვ პირველის ეთერში ეხმაურება უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, საქართველოს მთავრობა რუსეთთან შეთანხმებულია საკუთარი ტერიტორიის გავლით სანქცირებული პროდუქტების კონტრაბანდის სახით შეტანაზე.
ამავე თემაზე
- FT: ტრამპი რუსეთზე უკრაინის იერიშებით აღტაცებული და ენთუზიაზმით აღსავსეა
- პუტინი: მზად ვართ უკრაინასთან მოლაპარაკებები სტამბოლის შეთანხმებების საფუძველზე განვაახლოთ
- ლავროვი: იმის ფიქრიც კი არ მინდა, რომ ალასკის სამიტი კიევისთვის დროის მოსაგებად გაიმართა
- Kyiv Independent: ტრამპმა ზელენსკის უთხრა, რომ რუსეთის მიმართ "უფრო თამამად" მოიქცეს
- ლავროვი იმუქრება, რომ საჭიროების შემთხვევაში ბელარუსს "მთელი ზომების კომპლექსით" დაიცავენ




