რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ლუკაშენკო: ალბათ, პუტინს NATO-სთან გლობალური შეტაკება არ სურს, გამოიყენეთ ეს

მიმაჩნია, რომ ბირთვული იარაღის გამოყენება დაუშვებელია. ჯერ მარტო იმიტომ, რომ ეს ჩვენთან ახლოს არის. ჩვენ აქვე ვართ, ამერიკასავით ოკეანის იქეთ არ ვართ. ასევე დაუშვებელია, რადგან შეიძლება ჩვენი დედამიწა ორბიტიდან მოწყვიტოს და არ ვიცით სად გავფრინდებით. ამიტომაც, ეს დაუშვებელია ბირთვული იარაღის გამოყენება.

შეუძლია თუ არა რუსეთს [ბირთვული იარაღის გამოყენება], ეს რუსეთის ხელისუფლებას უნდა ჰკითხოთ. დიდი ალბათობით, პუტინს არ სურს NATO-სთან გლობალური შეტაკება. გამოიყენეთ ეს. გამოიყენეთ ეს და ქენით ყველაფერი, რათა ეს არ მოხდეს.

თქვა ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ Associated Press-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

კომენტარები