რაც შეეხება ანორექსიას, ამის გადამოწმება მარტივად შეიძლება, ეს არაა ფიზიოლოგიური პრობლემა, ეს არის ფსიქიკის თემა. ზოგადად ის, რომ სააკაშვილს ჰქონდა ფსიქიკური პრობლემები, ეს ჩვენ ვიცით ძალიან დიდი ხანია, თუმცა, ამ ფსიქიკური პრობლემებით იგივე ადამიანები ორჯერ ირჩევდნენ მას პრეზიდენტად, რაც ბუნებრივია, ძალიან მძიმე იყო ჩვენი ქვეყნისთვის. იგივე ადამიანები, რომლებიც ამ ფსიქიკური პრობლემებით ირჩევდნენ სააკაშვილს პრეზიდენტად, დღეს ფსიქიკური პრობლემების გამო ითხოვენ მის გათავისუფლებას, რასაც არ აქვს თავისი საფუძველი. ფსიქიკის პრობლემები ჩვენ ვიცოდით დიდი ხანია, ეს კაცი ამ ფსიქიკური პრობლემებით იყო პრეზიდენტი დიდი ხანი, დღეს არის პატიმარი და პატიმრად დარჩება. თუ გართულდება ეს ფსიქიკური პრობლემები შეიძლება ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მისი გადაყვანა გახდეს საჭირო, მაგრამ აქამდე ამ ფსიქიკური პრობლემებით ის პრეზიდენტობასაც ახერხებდა და მე მგონი პატიმრობასაც მოახერხებს.
მიხეილ სააკაშვილი
კობახიძე: სააკაშვილი ფსიქიკური პრობლემით პრეზიდენტობას ახერხებდა, პატიმრობასაც მოახერხებს
tbl.ge/5zp1
დაკოპირდა

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას.
მიხეილ სააკაშვილიმიხეილ სააკაშვილის საქმემიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაირაკლი კობახიძექართული ოცნებაენმ
ამავე თემაზე
- თუ ჩემი პოლიტიკა არ მოსწონდა, როგორ აღმოჩნდა ამ გაუგებრობაში, ენმ-ში - სააკაშვილი მელიაზე
- აბსოლუტური ნაძირალა, მოღალატე - სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ნოღაიდელს დაუპირისპირდა
- სააკაშვილმა თავი შეუძლოდ იგრძნო და ადგილზე გაეწია სამედიცინო დახმარება - პენიტენციური
- სააკაშვილი: მე რომ გარეთ ვიყო, ამათ დავასრულებდი ერთ კვირაში
- ერთი საკნის დაშორებით ვართ, შეგვეძლო აქაც გაგვერკვია გაუგებრობა - სააკაშვილი მელიას




