პუტინის რუსეთი

მოსკოვის ცენტრში ОМОН-ის მანქანას მოლოტოვის კოქტეილი ესროლეს

მოსკოვის ცენტრში, რევოლუციის მოედანზე, უცნობმა კაცმა ОМОН-ის კუთვნილ ავტობუსს მოლოტოვის კოქტეილი ესროლა.

"ყველაფერი რევოლუციის მოედანზე, კარლ მარქსის ძეგლის მახლობლად მოხდა – იქ ყოველთვის დგას პოლიციის ავტობუსები. კაცმა მოლოტოვის კოქტეილი ისროლა და ერთ-ერთ მანქანას ცეცხლი წაეკიდა. ავტომობილი მალე ჩააქრეს, ხოლო მსროლელი დააკავეს". – წერს გამოცემა Baza.

დაზიანებული მანქანა ე.წ. "ავტოზაკია", რომელსაც ომონი საპროტესტო აქციებზე დაკავებული მომიტინგეების განყოფილებაში გადასაყვანად იყენებს.

კომენტარები