რუსეთი გახდა უფრო აგრესიული და საშიში, ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ ჩვენი პარტნიორების მხარდასაჭერად. საქართველო ჩვენი ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია. აქ ვიმყოფები, რომ განვიხილო პრაქტიკული ნაბიჯები, რათა ერთად მეტი გავაკეთოთ. სიმართლეა, რომ უსაფრთხოების კუთხით ვითარება გაუარესებულია. რაც არ შეცვლილა, არის NATO-ს ღია კარის პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებით.
დარწმუნებული ვარ, რომ როდესაც NATO-ს ლიდერები ივნისის ბოლოს შეხვდებიან ერთმანეთს მადრიდის სამიტზე, ჩვენს ერთგულებას ღია კარის პოლიტიკის მიმართ დაადასტურებენ და საქართველოც ნახსენები აუცილებლად იქნება.