რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ლე მერი: საფრანგეთი რუსულ ნავთობზე ემბარგოს მხარს უჭერს

საფრანგეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის, ბრუნო ლე მერის თქმით, საფრანგეთი რუსულ ნავთობზე ემბარგოს მხარს უჭერს.

"როდესაც ხედავთ, რა ხდება დონბასში, როგორც არასდროს ისეა საჭირო რუსეთიდან ნავთობის იმპორტის შეწყვეტა". - უთხრა ლე მერმა რადიო Europe 1-ს.

ლე მერის თქმით, წლების განმავლობაში, გაზზე მეტად სწორედ ნავთობი იყო პუტინის რეჟიმის მთავარი ფინანსური დასაყრდენი. 

"შესაბამისად, რუსული ნავთობის იმპორტის შეჩერება რუსული ხელისუფლებისთვის უკრაინაში მიმდნარე ომის დაფინანსებაზე დარტყმა იქნება". - თქვა ლე მერმა.

ამასთან, მისივე თქმით, საფრანგეთი იმ ქვეყნების დარწმუნებას ცდილობს, რომლებიც რუსული ნავთობის იმპორტის შეჩერებაზე "მერყეობენ".

"იმის მიზეზი, რომ მსგავსი ნაბიჯი ჯერ არ გადადგმულა, ის არ არის, რომ საფრანგეთს არ სურს. ამის მიზეზი ისაა, რომ ზოგიერთი ევროპული პარტნიორი ჯერ კიდევ მერყეობს". - თქვა ლე მერმა.

კომენტარები