რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ახალი ზელანდია რუსული ბანკების წინააღმდეგ ახალ სანქციებს აწესებს

REUTERS/Maxim Shemetov/

ახალი ზელანდია რუსეთის უმსხვილესი ბანკებისა და ფინანსური ინსტიტუტების წინააღმდეგ ახალ სანქციებს აწესებს

"ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ რუსული ძალების სასტიკი ქმედებების გამო. ახალი ზელანდია გმობს პუტინის ომს და მხარს უჭერს სისხლის სამართლის საერთაშოსირო გამოძიებას უკრაინის მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის". - თქვა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ნანაია მაჰუტამ.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სანქციები ცენტრალურ ბანკსა და სახელმწიფო სიმდიდრის ფონდს შეეხო. ასევე, სანქცირებულთა სიაში რუსეთის რვა უმსხვილესი ბანკი მოხვდა.

24 თებერვალს რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებას განვითარებულმა სამყარომ ისტორიაში ყველაზე ძლიერი ეკონომიკური სანქციებით უპასუხა.

სანქციებს შორის მნიშვნელოვანია რუსეთის ცენტრალური ბანკისა და ძირითადი რუსული კომერციული ბანკების საერთაშორისო აქტივების გაყინვა. ასევე, რუსი შუამავლების უმეტესობა გარიცხულია SWIFT-ის სისტემიდან, რომელიც წევრ ბანკებს შორის ტრანზაქციების გასაადვილებლად გამოიყენება. პრეზიდენტი ბაიდენის განცხადებით, აშშ-მ აკრძალა რუსეთისგან ენერგორესურსების შესყიდვა, ხოლო ევროკავშირი წლის ბოლომდე იმპორტის საგრძნობლად შემცირებას გეგმავს. გარდა ამისა, აშშ-ის კონგრესმა რუსეთს ვაჭრობაში უპირატესი ქვეყნის სტატუსი ჩამოართვა, რათა რუსულ იმპორტზე დისკრიმინაციული ტარიფები დაწესდეს.

კომენტარები