მარიუპოლის საკრებულოს ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა ქალაქში, საცხოვრებელი სახლების ეზოებში დასაფლავებული ადამიანების ექსჰუმაცია [დამარხულების ამოთხრა] დაიწყეს. შესაბამის ინფორმაციას მარიუპოლის საკრებულო ქალაქში დარჩენილ მოსახლეობაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამასთან, მათივე ცნობით, ყველა ეზოს ზედამხედველი ჰყავს მიჩენილი, რომელიც ქალაქში დარჩენილ ადამიანებს მოკლული ნათესავებისა და ახლობლების დამარხვის უფლებას არ აძლევს. როგორც საკრებულოს განცხადებაშია აღნიშნული, უცნობია რატომ დაიწყეს რუსმა სამხედროებმა ადამიანების ექსჰუმაცია და რას უპირებენ ცხედრებს.
ამავდროულად, მარიუპოლის საკრებულოს ცნობით არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ რუსები ამ გზის გამოყენებით მსხვერპლის დამალვას აპირებენ. იმის გათვალისწინებით, რომ მარიუპოლში 13 მობილური კრემატორიუმი შეიყვანეს, შესაძლოა, რუსმა სამხედრობმა ცხედრების დაწვა და დანაშაულის კვალის დაფარვა სცადონ.





