ჩვენ დროს ბიუჯეტი გაიზარდა 12-ჯერ. მე აქ კი არ უნდა ვიჯდე. მე ვიცი, როგორ უნდა გავზარდო ბიუჯეტი. მე ვიცი, როგორ უნდა მოვთოკოთ ინფლაცია, როგორ შევაჩეროთ ფასების ზრდა. მე ვიცი, როგორ უნდა შევქმნათ სამუშაო ადგილები. მე ვიცი, როგორ უნდა გავზარდოთ შემოსავლები. ჩემი სტიქიაა ახალი ქალაქების აშენება, ახალი რაღაცების შექმნა. 16 მილიარდით გავზარდე ჩემ დროს ბიუჯეტი, მერე საერთოდ აღარ გაზრდილა. ხარჯები გაიზარდა და მე მასამართლებენ იმ ხარჯებზე, რომელიც იყო იმ 16 მილიარდით გაზრდილი ბიუჯეტის, ესე იგი, 11-ჯერ გაზრდილი პენსიების ნაწილი, განათლებაში ჩადებული უამრავი ფულის ნაწილი, ახალი გზების შექმნის, ახალი ტრასის. ეს ყველაფერი იყო იმის შედეგი, რომ აღარ ვიპარავდით და დღეს მე მასამართლებენ იმისათვის, რომ ეს ყველაფერი გავაკეთე. აღმშენებლობის დრო სულ მალე დაბრუნდება.
მიხეილ სააკაშვილი
სააკაშვილი: ვიცი, როგორ გავზარდო ბიუჯეტი, როგორ მოვთოკოთ ინფლაცია – მე აქ კი არ უნდა ვიჯდე
tbl.ge/5y0i
დაკოპირდა

თქვა ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე.
ამავე თემაზე
- თუ ჩემი პოლიტიკა არ მოსწონდა, როგორ აღმოჩნდა ამ გაუგებრობაში, ენმ-ში - სააკაშვილი მელიაზე
- აბსოლუტური ნაძირალა, მოღალატე - სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ნოღაიდელს დაუპირისპირდა
- სააკაშვილმა თავი შეუძლოდ იგრძნო და ადგილზე გაეწია სამედიცინო დახმარება - პენიტენციური
- სააკაშვილი: მე რომ გარეთ ვიყო, ამათ დავასრულებდი ერთ კვირაში
- ერთი საკნის დაშორებით ვართ, შეგვეძლო აქაც გაგვერკვია გაუგებრობა - სააკაშვილი მელიას




