რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომი

ტიმატისა და ნიკიტა მიხალკოვს შესაძლოა ლატვიაში შესვლა აეკრძალოთ

Befunky

ლატვიის კულტურის სამინისტრო განიხილავს ინიციატივას, რომლის მიხედვითაც პროპუტინისურად განწყობილ რუს შოუბიზნესის წარმომადგენლებს ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსვლა აეკრძალებათ.

სავარაუდო "შავ სიაში" მოხვდნენ რეპერი ტიმატი და რეჟისორი ნიკიტა მიხალკოვი, ასევე მომღერლები პოლინა გაგარინა, სტას მიხაილოვი, როკ ბენდი ლუბე, მსახიობები დმიტრი პევცოვი და ვლადიმირ მაშკოვი.

ჩამონათვალში მოხვედრილმა არტისტებმა 18 მარტს, მოსკოვში, ლუჟნიკების სტადიონზე გამართულ კონცერტში მიიღეს მონაწილეობა, რომელიც ყირიმის რუსეთთან მიერთებას ეძღვნებოდა.

კომენტარები