რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: ვიხსენებ კაჩინსკის მიერ თბილისში 2008-ში ნათქვამს – უკრაინისთვის "ხვალ" 24-ში დადგა

გავიხსენებ პოლონეთის პრეზიდენტის, ლეხ კაჩინსკის სიტყვებს, რომელიც 2008 წელს თბილისში თქვა - "ჩვენ კარგად ვიცით, დღეს - ეს საქართველოა, ხვალ - უკრაინა, ზეგ - ბალტიის ქვეყნები და შემდეგ, ალბათ, ჩემი ქვეყნის, პოლონეთის დრო მოვა".

24 თებერვალს დადგა უკრაინისთვის ეს საშინელი ხვალინდელი დღე, რომელზეც პრეზიდენტმა კაჩინსკიმ ისაუბრა. დღეს ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ პოლონეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნებისთვის ასეთი საშინელი დრო არასოდეს მოვიდეს. ჩვენ ერთად ვიბრძვით, ჩვენ ძალა გვაქვს. 

ამბობს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი პოლონეთის სეიმის წევრებისთვის მიმართვისას.

კომენტარები