რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

იანუკოვიჩი ზელენსკის: ვალდებული ხართ, ნებისმიერ ფასად შეაჩეროთ სისხლისღვრა

ვიქტორ იანუკოვიჩი
tass

უკრაინიდან გაქცეული პრორუსი ექსპრეზიდენტი, ვიქტორ იანუკოვიჩი ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდებს, რომ ქვეყანაში სისხლისღვრა ნებისმიერ ფასად შეაჩეროს.

"კარგად მესმის, რომ თქვენ ბევრი "მრჩეველი" გყავთ, მაგრამ პირდად თქვენ ვალდებული ხართ, ნებისმიერ ფასად შეაჩეროთ სისხლისღვრა და მიაღწიოთ სამშვიდობო შეთანხმებას. თქვენგან ამას ელიან უკრაინაში, დონბასსა და რუსეთში". - წერს იანუკოვიჩი მიმართვაში.

ამასთან, იანუკოვიჩმა ზელენსკის მოუწოდა, რომ გადააბიჯოს პირად სიამაყეს და ამბიციებს, ადამიანთა სიცოცხლეების გადასარჩენად.

"მსურს, როგორც პრეზიდენტმა პრეზიდენტს, მეტიც მამა-შვილურად მივმართო ვოლოდიმირ ზელენსკის. ვოლოდიმირ, თქვენ, აშკარად ოცნებობთ ნამდვილი გმირი გახდეთ! მაგრამ გმირობა უკანასკნელი უკრაინელის სიცოცხლემდე ბრძოლა არ არის. გმირობა თავგანწირვაშია, საკუთარ სიამაყეზე და ამბიციებზე გამარჯვებაში, ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად". - წერს იანუკოვიჩი.

კომენტარები