ყველა, ვინც ნებისმიერი მოტივით, მაგრამ საღი აზრის ფარგლებში გაცნობიერებულად ხელს უწყობდა პუტინის რეჟიმს ამ ვითარებაში, იქნებოდა ეს სახელმწიფო მოხელე, მაღალი თუ დაბალი რანგის, იქნება ეს მეწარმე, რომელიც ლობირებდა იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც მას მოუტანდა მოგებას, თუნდაც დროებით და ამავდროულად შეუმსუბუქებდა პუტინის რეჟიმს მდგომარეობას, ყველა უნდა დაისაჯოს, თუ საჭიროა საერთაშორისო ინსტრუმენტების ჩარევით და ეს აუცილებლად მოხდება. ეს უნდა ესმოდეს ივანიშვილს პირადად და მის გარემოცვას. ვიმეორებ, ყველა მეწარმეს, რომელიც შემდეგ შეიძლება იძახდეს, რომ იცი რა, მე მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, ამ მომენტში ჩემი მოგება მენახა, რაც სხვა ვითარებაში ლეგიტიმური ინტერესია, მაგრამ ამ ვითარებაში, როდესაც პუტინის ბოროტების იმპერიის წინააღმდეგ (თანამედროვე ანალოგიის ჰიტლერის რეჟიმის) არის მსოფლიო შეკრული, როდესაც ყოველგვარი პათეტიზმის გარეშე, უკრაინაში იღვრება სისხლი ადამიანების, ვინც მათი და ჩვენი თავისუფლებისთვის იბრძვიან, ამ დროს, ყველა ვინც ცდილობს, ამით ისარგებლოს უნდა დაისაჯოს უმკაცრესად და ამის სამართლებრივი საფუძველი არსებობს საერთაშორისო სამართალში და ჩვენს სამართალშიც.
რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი
ბოკერია: ყველა, ვინც ამ ვითარებაში პუტინის რეჟიმს უწყობს ხელს, უმკაცრესად უნდა დაისაჯოს
tbl.ge/5wdg
დაკოპირდა

თქვა ევროპული საქართველოს თავჯდომარემ, გიგა ბოკერიამ.
ევროპული საქართველოევროპული საქართველო 2022გიგა ბოკერიაქართული ოცნებარუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი
ამავე თემაზე
- უკრაინის იერიშის შედეგად, მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა 6 თვე ვერ იმუშავებს - Reuters
- ზელენსკი: ბელარუსში გაითიშა სისტემა, რომელიც უკრაინაზე იერიშების კორექტირებას ახდენდა
- "ფრენები ეკონომიკურ აზრს კარგავს" – რუსულ აზიმუტს საწვავის დეფიციტი აქვს
- FT: ტრამპი რუსეთზე უკრაინის იერიშებით აღტაცებული და ენთუზიაზმით აღსავსეა
- პუტინი: მზად ვართ უკრაინასთან მოლაპარაკებები სტამბოლის შეთანხმებების საფუძველზე განვაახლოთ




