რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სტოლტენბერგი: NATO-ში ვთანხმდებით, რომ უნდა გაიზარდოს საქართველოს მხარდაჭერა

კრემლის ამბიციაა, გავლენების სფეროს ხელახლა შექმნა და სხვა ქვეყნების მიერ საკუთარი გზის არჩევის უფლებაზე უარის თქმა. ამიტომ, მინისტრებმა განიხილეს იმ პარტნიორების მხარდაჭერა, რომლებიც შესაძლოა რისკის ქვეშ იყვნენ, საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინის ჩათვლით.

NATO და მისი მოკავშირეები წლებია ეხმარებიან საქართველოს, ბოსნია-ჰერცოგოვინას და სხვა პარტნიორებს. ჩვენ მათ ვეხმარებოდით რეფორმებში, უსაფრთხოების სისტემების გაძლიერებაში. ჩვენ ასევე გვაქვს ბაზები საქართველოში, საერთო წვრთნები. და რა თქმა უნდა. ჩვენ გვაქვს განსხვავებული აქტივობები სხვადასხვა ქვეყანასთან. ჩვენ არ გადაგვიწყვეტია საბოლოოდ როგორ, თუმცა არსებობს თანხმობა იმაზე, რომ ჩვენ გვჭირდება მეტი, რათა მხარი დავუჭიროთ ამ ქვეყნებს. ეს გულისხმობს ჩვენი მხარდაჭერის ზრდას თავდაცვისა და უსაფრთხოების ინსტიტუტების გასაძლიერებლად, რეფორმები, წვრთნები, თუმცა, ასევე, პოტენციურად აქტივობების დამატება ქვეყნების მხარდაჭერის გასაძლიერებლად.

თქვა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ. 

კომენტარები