რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კობახიძე: მოთხოვნაა, რომ რუსეთს ფრენები ჩავუკეტოთ, ამ დროს აქეთ აქვთ ჩვენთვის ჩაკეტილი

გლობალური სანქციები, რა თქმა უნდა, მძიმეა საქართველოსთვის, თუმცა საქართველოს სანქციები მინიმალური იქნება რუსეთზე, ერთი მარტივი მიზეზის გამო, საქართველო არის ძალიან პატარა ქვეყანა, შესაბამისად, სავაჭრო ბრუნვა რაც გვაქვს, ეს რუსეთისთვის არაფერია. იგივე საჰაერო ფრენები და ასე შემდეგ. ანუ, იმდენად პატარაა საქართველო, რომ ის ვერ მიაყენებს რუსეთს ვერავითარ მტკივნეულ დარტყმას სანქციებით. 

მთელი კომიკური სიტუაცია რაში მდგომარეობს, რომ არის მოთხოვნა, ჩვენ ჩავუკეტოთ რუსეთს ფრენები, ამ დროს, რუსეთს აქეთ აქვს ჩვენთვის ფრენები ჩაკეტილი. იმდენად უმნიშვნელოა რუსეთისთვის ფრენები, რომ იქით ჩაგიკეტა და ახლა გამოდიან და ამბობენ, რომ ჩვენ თავი უნდა გამოვიდოთ და ფრენები ჩავკეტოთ.

თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

გავრილოვის ღამის საპასუხოდ, 2019 წლის 21 ივნისს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლის დროებით შეწყვეტის შესახებ. 

კომენტარები