რუსულმა ძალებმა დღეს ხარკოვს სასტიკი საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს. ეს ცალსახა სამხედრო დანაშაულია. მშვიდობიანი ქალაქი, მშვიდობიანი საცხოვრებელი რაიონები. არ არის არც ერთი სამხედრო ობიექტი. ათობით თვითმხილველის ჩვენება მოწმობს, რომ ეს არ არის შემთხვევითი გასროლა, არამედ ადამიანების შეგნებულად განადგურებაა. რუსებმა იცოდნენ სად ისროდნენ. ამ დანაშაულისთვის ნამდვილად იქნება ტრიბუნალი - საერთაშორისო. ეს არის ყველა კონვენციის დარღვევა. მსოფლიოში არავინ გაპატიებთ მშვიდობიანი უკრაინელების მკვლელობას. აქ უკრაინაა, აქ ევროპაა, აქ 2022 წელია. რაკეტებით, ბომბებით, არტილერიით შეიარაღებული ბოროტება დაუყოვნებლივ უნდა გავაჩეროთ. ეკონომიკურად უნდა იყოს განადგურებული, უნდა ვაჩვენოთ, რომ კაცობრიობას შეუძლია თავის დაცვა. ვფიქრობ, რომ საჭიროა რუსეთის რაკეტებისთვის, თვითმფრინავებისთვის და ვერტმფრენებისთვის საჰაერო სივრცის სრული ჩაკეტვა. შეჭრის 5 დღეში უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული იყო 56 სარაკეტო დარტყმა. გაშვებული იყო 113 ფრთოსანი რაკეტა. ასეთია მათი "ძმური მეგობრობა". მსოფლიომ იცის, რისი გაკეთებაა საჭირო. ვესაუბრე პარტნიორებს. ქვეყანა რომელიც სჩადის სამხედრო დანაშაულს არ შეიძლება იყოს გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი.
რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი
ზელენსკი: 56 სარაკეტო იერიში, 113 ფრთოსანი რაკეტა – ასეთია "ძმური მეგობრობა"
tbl.ge/602z
დაკოპირდა

ამბობს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიმართვაში.
ამავე თემაზე
- უკრაინამ ოკუპირებულ ყირიმში ნავთობსაცავზე იერიში მიიტანა
- სანქტ-პეტერბურგზე უკრაინული დრონებით იერიშს რუსეთმა "უპრეცედენტო" უწოდა
- უკრაინამ ყირიმთან დამაკავშირებელ რუსულ ლოჯისტიკურ მარშრუტზე საჰაერო კონტროლი დაამყარა
- თურქეთის სანაპირო დაცვა: ყირიმთან თურქულ სათევზაო გემს თავს დაესხნენ, არის მსხვერპლი
- უკრაინამ პუტინის ეკონომიკური ფორუმის ფინალურ დღეზე ლენინგრადის ოლქზე იერიში მიიტანა




