მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: ზელენსკიმდე მე ვიყავი პუტინის N1 მტერი, ახლა ვუთმობ საპატიო ადგილს პრეზიდენტს

სანამ ზელენსკი გამოჩნდებოდა მე ვიყავი ნომერ პირველი მტერი პუტინის რეგიონში, ახლა ნამდვილად ვუთმობ ამ საპატიო ადგილს ჩვენს პრეზიდენტს. როგორ შეიძლება მე მიხაროდეს ომი, როდესაც პირველი, რაც დაბომბეს ოდესის ოლქში, არის ჩემს მიერ აშენებული გზა რამდენიმე ადგილზე, სიყვარულით და რუდუნებით აშენებული უმნიშვნელოვანესი გზა, რომელიც ევროკავშირთან აერთებს უკრაინას.

ჩვენი ამოცანაა დავასრულოთ ომი უკრაინაში და ავიცილოთ იგი საქართველოში. მე მინდა გითხრა, რომ შემდეგი საათები და დღეები იქნება არაადამიანური დაბომბვა კიევის, ხარკოვის და სხვა ქალაქების, ჩვენ ფსიქოლოგიურად უნდა მოვემზადოთ ამისთვის, მაგრამ მე ზუსტად ვიცი, რომ უკრაინა არ დაეცემა.

ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საკუთარ სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას.

კომენტარები