ალექსანდრ ლუკაშენკომ მომმართა იმისთვის, რომ უკრაინისა და რუსეთის დელეგაციები ერთმანეთს შეხვედროდნენ პრიპიატის მდინარესთან. ხაზგასმით ვამბობ, ყოველგვარი წინაპირობების გარეშე. ღიად ვიტყვი, რომ როგორც ყოველთვის, ახლაც არ მჯერა ამ შეხვედრის შედეგების. მაგრამ, დაე, სცადონ, რომ შემდეგ უკრაინის არცერთ მოქალაქეს არ ჰქონდეს არანაირი ეჭვი, რომ პრეზიდენტი არ ცდილობდა ომის შეჩერებას, როცა იყო თუნდაც პატარა, მაგრამ შანსი.
ჩვენ შევთანხმდით, რომ უკრაინის დელეგაცია რუსეთისას შეხვდება ყოველგვარი წინაპირობების გარეშე უკრაინა-ბელარუსის საზღვარზე.





