რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ზელენსკი: მივმართავ ყველა მეგობარს, ვისაც სურს, შემოგვიერთდეს – გთხოვთ, მოდით, იარაღს მოგცემთ

ჩვენ გავუძელით და წარმატებით მოვიგერიეთ მტრის თავდასხმები. ბრძოლა გრძელდება ჩვენი ქვეყნის ბევრ ქალაქსა და რაიონში. თუმცა, ჩვენ ვიცით, რას ვიცავთ - ქვეყანას, სამშობლოს, შვილების მომავალს. კიევსა და მის გარშემო საკვანძო ქალაქებს ჩვენი არმია აკონტროლებს. ოკუპანტებს ჩვენი სახელმწიფოს ცენტრის აღება და მარიონეტების დაყენება სურდათ, როგორც დონეცკში. ჩვენ მათი გეგმა ჩავშალეთ 

[...] ყველა უკრაინელმა ერთი რამ უნდა დაიმახსოვროს - თუ შეუძლიათ ოკუპანტების შეჩერება და განადგურება, ეს უნდა გააკეთონ. ყველას, ვისაც შეუძლია უკრაინაში დაბრუნება - დაბრუნდით, რათა დაიცვათ ქვეყანა.

მივმართავ ყველა მეგობარს, ვისაც უნდა, რომ შემოგვიერთდეს, გთხოვთ, მოდით, ჩვენ იარაღს მოგცემთ. 

ამბობს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მიმართვაში. 

კომენტარები