რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ირლანდიასა და უკრაინას შორის უვიზო რეჟიმი ამოქმედდება

ირლანდიასა და უკრაინას შორის უვიზო რეჟიმი ამოქმედდება. შესაბამისი გადაწყვეტილება ირლანდიის იუსტიციის მინისტრმა, ჰელენ მაკენტიმ მიიღო. გადაწყვეტილება ძალაში დაუყოვნებლივ შევა.

"გადაწყვეტილება დააჩქარებს და დაეხმარება ირლანდიის მოქალაქეების უკრაინელ ოჯახის წევრებსა და ირლანდიაში მუდმივად მცხოვრები უკრაინელების ოჯახის წევრებს კონფლიქტის ზონიდან შეუფერხებლად გამოღწევაში". - წერია განცხადებაში.

ამასთან, ზემოხსენებული გადაწყვეტილება, როგორც საგანგებო ზომა, უკრაინის ყველა მოქალაქეზე იმოქმედებს.

"ადამიანებს, რომლებიც უკრაინის დატოვებასა და ირლანდიაში გამომგზავრებას განიხილავენ, ქვეყანაში შემოსვლა ვიზის გარეშე შეეძლებათ, თუკი ჩათვლიან, რომ გამომგზავრება უსაფრთხოა. მათ, ვინც ირლანდიაში უვიზოდ შემოვლენ, საკუთარი სტატუსის დასარეგულირებლად 90 დღე ექნებათ". - წერია განცხადებაში.

კომენტარები