რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: ვკითხე ევროპის 27 ქვეყნის ლიდერს, მიგვიღებენ თუ არა NATO-ში, ყველას ეშინია

ჩვენ მარტო ვრჩებით საკუთარი სახელმწიფოს დაცვისას. ვინ არის მზად იბრძოლოს ჩვენთან ერთად? ასეთს ვერავის ვხედავ. ვინ არის მზად მისცეს უკრაინას NATO-ში შესვლის გარანტია? ყველას ეშინია. დღეს მოსკოვიდან გავიგეთ, რომ მათ ლაპარაკი სურთ. მათ სურთ უკრაინის ნეიტრალურ სტატუსზე ლაპარაკი.
 
მე ყველა ჩვენ პარტნიორს ვეუბნები: ახლა წყდება ჩვენი ქვეყნის ბედი. ვეკითხები: ჩვენთან ხართ? ისინი მეუბნებიან, რომ ჩვენთან არიან, მაგრამ ალიანსში ჩვენს მისაღებად მზად არ არიან.
 
მე ევროპის 27 ქვეყნის ლიდერს ვკითხე, იქნება თუ არა უკრაინა NATO-ში, ვკითხე პირდაპირ. ყველას ეშინია. ჩვენ არაფრის გვეშინია. არ გვეშინია რუსეთის, არ გვეშინია ველაპარაკოთ რუსეთს ყველაფერზე: უსაფრთხოების გარანტიებზე ჩვენ ქვეყანაში და ნეიტრალურ სტატუსზე (ჩვენ ხომ ახლა არ ვართ NATO-ში), მაგრამ რა გარანტიები გვექნება?  რომელი ქვეყნები მოგვცემენ გარანტიებს?

თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე საუბრისას.

კომენტარები