დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

ზელენსკი: გვეუბნებიან, რომ NATO-ს კარი ღიაა, ეს კარგია, მაგრამ ჩვენ ღია პასუხები გვჭირდება

2014 წლიდან რუსეთი გვარწმუნებს, რომ არასწორი გზა ავირჩიეთ, რომ ევროპაში არავინ გველოდება. ევროპამ არ უნდა თქვას და მოქმედებებით გაამართლოს, რომ ისინი ცდებიან? არ უნდა თქვას ევროკავშირმა დღეს: ჩვენი მოქალაქეები დადებითად უყურებენ უკრაინის კავშირში გაწევრიანებას? რატომ ვერიდებით ამ კითხვას? უკრაინა არ იმსახურებს პირდაპირ და გულწრფელ პასუხებს?

იგივე მდგომარეობაა NATO-ს შემთხვევაშიც. გვეუბნებიან, რომ კარი ღიაა, მაგრამ ჯერჯერობით უცხო პირებს არ უშვებენ. თუ ალიანსის ყველა ან ზოგიერთ წევრს არ უნდათ ჩვენი ნახვა ალიანსში, იყავით გულწრფელები. ღია კარი კარგია, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ღია პასუხები და არა წლობით პასუხგაუცემელი კითხვები.

თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას.

კომენტარები