დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

ზელენსკი: 8 წელია ევროპის უსაფრთხოებას უკრაინა ფარად ემსახურება

ოცდამეერთე საუკუნეში არ არსებობს მიდგომა – "ეს არაა ჩემი ომი". ყირიმის ანექსია და ომი დონბასში მთელი მსოფლიოს პრობლემაა. ეს არ არის ომი მხოლოდ უკრაინაში, ესაა ომი ევროპაში. მე ეს ვთქვი 2019, 2020 და 2021 წლებში.  2022-ში მაინც მომისმენს მსოფლიო? ეს აღარ არის ჰიპოთეზა, მაგრამ ჯერ აქსიომაც არ არის. რატომ არა? რადგან ეს საჭიროებს მტკიცებულებას, საჭიროებს იმაზე მეტს ვიდრე Tweet-ზე დაწერა, ან მედიაში განცხადების გავრცელებაა. მოქმედებებია საჭირო. მსოფლიოს, და არა უკრაინას, სჭირდება თქვენი მოქმედება. ჩვენ დავიცვათ ჩვენს ქვეყანას თქვენი მხარდაჭერით, თუ მის გარეშე. შემოგვთავაზებთ ასობით თანამედროვე შეიარაღებას, თუ ხუთი ათას ჩაფხუტს – თანაბრად ვაფასებთ მხარდაჭერას, მაგრამ ყველას უნდა ესმოდეს, რომ ეს არ არის შემოწირულება უკრაინისთვის, რომელსაც ჩვენ თქვენგან უნდა ვითხოვდეთ, არც თქვენი კეთილი ჟესტია, რასაც თავი უნდა დავუხაროთ. ეს არის თქვენი წვლილი ევროპულ და საერთაშორისო უსაფრთხოებაში, რომელსაც უკრაინა ფარად ემსახურება უკვე რვა წელი.

თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას.

კომენტარები