უკრაინა ილტვის მშვიდობისკენ, ევროპა ილტვის მშვიდობისკენ. მსოფლიო ამბობს, რომ არ სურთ ომი, ამასთანვე რუსეთი ამბობს, რომ მას არ სურს შეჭრა. ზოგიერთი მათგანი იტყუება. ეს ჯერ ჰიპოთეზაა, მაგრამ დროთა განმავლობაში ის აქსიომა გახდება. რამდენიმე დღის წინ მე ვიყავი საოკუპაციო ხაზთან დონბასში. სამართლებრივ ჭრილში, ხაზი ყოფს უკრაინას დროებით ოკუპირებული ტერიტორიებისგან, მაგრამ რეალურად, ეს ხაზი ყოფს მშვიდობასა და ომს. ერთი მხრივ, საბავშვო ბაღსა და, მეორე მხრივ, მფრინავ ჭურვს. ერთი მხრივ სკოლასა და, მეორე მხრივ, ჭურვს, რომელიც ჩამოვარდა ეზოში, სადაც 30-მდე ბავშვი იმყოფებოდა. ბავშვები, რომლებიც არ მიემართებოდნენ NATO-სკენ, ისინი საკლასო ოთახისკენ მიდიოდნენ.
დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან
ზელენსკი: ბავშვები, რომლებსაც ბომბავდნენ, არ მიემართებოდნენ NATO-სკენ, კლასისკენ მიდიოდნენ
tbl.ge/5v6p
დაკოპირდა

თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას.
ამავე თემაზე
- სენატორი მარკო რუბიო: რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე ახლა იჭრება
- ევროკავშირმა რუსეთის თავდაცვისა და ეკონომიკის მინისტრებს სანქციები დაუწესა
- უკრაინის მინისტრთა კაბინეტის ვებ-გვერდი დაჰაკეს, საიტი არ მუშაობს
- ბლინკენი: აშშ-მ უტყუარად დაინახა რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინის ტერიტორიაზე
- მედია: რუსეთმა უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთ საზღვარზე საჰაერო სივრცე ჩაკეტა




