პოლიტიკური კრიზისი

პატარაია: ბობოლა ოპოზიციის გამკრიტიკებლის სუს-ის აგენტად მონათვლა სუკ-ის აგენტებს მაგონებს

ბობოლა ოპოზიციის გამკრიტიკებლების სუს-ის აგენტებად მონათვლა კარგად ცნობილ "სუკის აგენტების" ისტორიას მაგონებს, მაგრამ ისტორიამ მხოლოდ ფარსად იცის გამეორება. ხალხის უვარგისობაზე მოთქმა კიდევ უფრო ძველი ამბავია და ასევე, არცთუ გამოსადეგი. იქნებ სჯობდეს საკუთარ პასუხისმგებლობაზე ისაუბრონ – რა თქვეს, მერე რა ქნეს და აქედან რა გამოვიდა. ასე გაცილებით კეთილსინდისიერი და სასარგებლო იქნება.

საზოგადოება, მიუხედავად ჩვენში არსებული საკმარისად ბევრი მანკიერებისა, ბრმა არ არის, ყველაფერზე მგრძნობიარედ რეაგირებს. განსაკუთრებით, წაჯექ-უკუჯექობაზე, უპრინციპობაზე, არაგულწრფელობაზე, ტყუილზე და პასუხობს ბოლო გამოკითხვის მონაცემებით – გულგრილობით.

წერს ადვოკატი მალხაზ პატარაია Facebook-ზე.

კომენტარები