პოლიტიკური კრიზისი

ზურაბიშვილი თანხმობაზე: მინდოდა ივანიშვილისთვის ამეხსნა, მიპასუხა, პოლიტიკაში აღარ ვარო

ბიძინა ივანიშვილთან არ მქონია არანაირი ურთიერთობა თითქმის წელიწად-ნახევარი. იმას გეტყვით, მქონდა სურვილი, რომ მისთვისაც ამეხსნა ეს პროცესი, შევთავაზე, მაგრამ მიპასუხა, რომ მე პოლიტიკაში აღარ ვარო. არც მითქვამს წინასწარ, რომ საუბარი ამაზე იქნებოდა, მაგრამ საუბარი არ შედგა. ვთვლი, რომ ამ პროცესში ვარ დამოკიდებული, მაგრამ დამოკიდებული საზოგადოებაზე. საზოგადოება გადაწყვეტს, ეს პროცესი რამდენად წინ წავა.

თქვა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე ე.წ ეროვნულ თანხმობაზე საუბრისას.

კომენტარები