დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

ზელენსკი: პანიკის მიზეზი არ არსებობს, ყველაფრისთვის მზად ვართ, არ იყვიროთ "საქმე წასულია"

ყველაფერი კონტროლის ქვეშაა, პანიკის მიზეზი არ არსებობს. სხდომაზე განხილულ იქნა ჩვენი სახელმწიფოს აღმოსავლეთში არსებული სიტუაცია. სრული დეესკალაციისთვის ვმუშაობთ სიტაუციის მშვიდობიანი გზით მოგვარებაზე. ვიცით ყველაფერი, მზად ვართ ყველაფრისთვის, გვჯერა უკეთესის და ამისთვის ვაკეთებთ აბსოლუტურად ყველაფერს, ყველაფერს, რაც საჭიროა, ჩვენს პარტნიორებთან, დიპლომატებთან და რაც მთავარია, სამხედროებთან ერთად. ისინი არიან საუკეთესოები, ისინი გვიცავენ, ჩვენ კი ისინი უნდა დავიცვათ. იყავით მშვიდად და არ იყვიროთ, რომ "საქმე წასულია".

მიმართა საკუთარ მოსახლეობას უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

კომენტარები