ჰუსიტი ამბოხებულები

საუდის არაბეთის კოალიციის მიერ იემენში საჰაერო თავდასხმას მინიმუმ 100 ადამიანი ემსხვერპლა

საუდის არაბეთის კოალიციის მიერ იემენში ერთ-ერთი ციხის შენობაზე განხორციელებულ საჰაერო თავდასხმას სულ მცირე 100 ადამიანი ემსხვერპლა. თავდასხმა ქალაქ საადაში მოხდა, სადაც ჰუსიტი ამბოხებულები არიან გამაგრებულნი.

აღსანიშნავია, რომ 17 საუდის არაბეთის კოალიციის ნაბიჯი, ჰუსიტი ამბოხებულების მიერ 17 იანვარს არაბეთის გაერთიანებული საამიროებზე განხორციელებულ თავდასხმას მოჰყვა. აშშ-ში ოფიციალური დუბაის ელჩის თქმით, ჰუსიტებმა შეტევის დროს, საბრძოლო დრონებთან ერთად, საკრუიზო და ბალისტიკური რაკეტებიც გამოიყენეს.


იემენში არეულობა 2011 წელს არაბული გაზაფხულის მოვლენების დროს მთავრობის გადადგომის შემდეგ დაიწყო.

2014 წელს, ჰუსიტი ამბოხებულების მიერ ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილი და დედაქალაქის დაკავების შემდეგ პრეზიდენტი ჰადი ჯერ სწორედ ადენში გაიქცა, შემდეგ კი საუდის არაბეთში. საუდის არაბეთის კოალიცია კონფლიქტში 2015 წელს ჩაერთო, იემენში არეულობა 2011 წელს არაბული გაზაფხულის მოვლენების დროს მთავრობის გადადგომის შემდეგ დაიწყო. მათ ჰადის ხელისუფლებაში დაბრუნება სურთ. თუმცა, გასული წლის აგვისტოში ჰადის ძალებსა და სამხრეთელ სეპარატისტებს შორის კონფლიქტი გაჩაღდა. სეპარატისტებმა ადენი და სამხრეთით მდებარე მნიშვნელოვანი პროვინციები აიღეს. ბრძოლა მას შემდეგ შეწყდა, რაც მათ ნოემბერში შეთანხმებას მიაღწიეს ძალაუფლების განაწილების თაობაზე.

2015 წლის შემდეგ იემენში კონფლიქტმა 112,000-მდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მათ შორის 12,600-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მწვავე ჰუმანიტარული კრიზისი გამოიწვია. საერთაშორისო ორგანიზაცია Save the Children-ის მიხედვით, კონფლიქტის განმავლობაში შიმშილით 80,000-ზე მეტი ბავშვი დაიღუპა. 2017-2018 წლებში კი ქვეყანაში ქოლერა გავრცელდა, რასაც 2,556 ადამიანი ემსხვერპლა. ამჟამად არსებობს საფრთხე, რომ კორონავირუსის გავრცელებას ქვეყანაში, სადაც ინფრასტრუქტურა, საავადმყოფოები და ჯანდაცვის ორგანოები მოშლილია, დიდი რაოდენობის მსხვერპლი მოჰყვება. ჯერ-ჯერობით იემენში ახალი კორონავირუსით დაავადების ოფიციალურად დადასტურებული მხოლოდ ერთი შემთხვევაა აღრიცხული.

კომენტარები