ვიქტორ სანეევი

თბილისის ერთ-ერთ ქუჩას ვიქტორ სანეევის სახელი მიენიჭება

Sputnik

საქართველოს დედაქალაქის ერთ-ერთ ქუჩას ლეგენდარული სპორტსმენის, ვიქტორ სანეევის სახელი მიენიჭება. ინიციატივა თბილისის საკრებულოს ეკუთვნის. 

ვიქტორ სანაევი ქართველი მძლეოსანია. დაიბადა და გაიზარდა სოხუმში. 1968 წელს გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი სამხტომში (ტიტული სპორტსმენმა კიდევ რვაჯერ მოიპოვა). იმავე წელს მექსიკის ზაფხულის ოლიმპიადაზე სანაევმა ორი მსოფლიოს რეკორდი დაამყარა და ასპარეზობა ოქროს მედლით დაასრულა. სპორტსმენმა ოლიმპიური ოქროს მფლობელი კიდევ ორჯერ გახდა, 1972 და 1976 წელს. მძლეოსნობის ისტორიაში ის ერთადერთი სპორტსმენია, რომელმაც სამჯერ შეძლო სამხტომში ოქროს მედლის მოპოვება. მომდევნო ოლიმპიადა დაასრულა ვერცხლის მედლით. გარდა ამისა სანაევს მოგებული აქვს ათენის და რომის მსოფლიო ჩემპიონატები.

სანაევი არის ვახტან გორგასლის I და II ხარისხის ორდენების, ღირსების ორდენის და ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალერი. საერთაშორისო კომიტეტის ორდენის მფლობელი. მიენიჭა საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენის წოდება. 

1992 წლიდან ცხოვრობდა ავსტრალიაში. 2000 წლის სიდნეის ოლიმპიადას იყო საქართველოს ოლიმპიური ატაშე.

სანაევი 2022 წლის 3 იანვარს 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. 12 იანვარს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართა სამგლოვიარო ცერემონია, რომელიც ლეგენდარული ათლეტის ხსოვნას მიეძღვნა.

 

კომენტარები