ტექნოლოგია

Taste the TV – იაპონელმა პროფესორმა გემოს მქონე ეკრანი შექმნა

იაპონელმა პროფესორმა ტელევიზორის ეკრანის მსგავსი მოწყობილობა, სახელად Taste the TV, შექმნა, რომელსაც საჭმლის გემოების იმიტაცია შეუძლია. Taste the TV-ის 10 სახის არომატის სპრეი აქვს და სწორედ მათი კომბინაციით იქმნება სასურველი კერძის გემო. 

მეიჯის უნივერსიტეტის პროფესორის განმარტებით, კოვიდის ეპოქაში ადამიანთა ტექნოლოგიებით დაკავშირება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა. “ჩვენი მიზანია, ადამიანებმა სახლიდან გაუსვლელად შეძლონ,  გამოცადონ იმ საკვების გემო, რომელიც დედამიწის მეორე მხარეს მზადდება”. 

მეიჯინის ერთ-ერთმა სტუდენტმა ჟურნალისტებისთვის Taste the TV გამოცადა: ეკრანს უთხრა, რომ მას ტკბილი შოკოლადის დაგემოვნება სურდა. ავტომატურმა ხმამ, შეკვეთა გაიმეორა, არომატების ჭავლი პლასტმასის ფირფიტას შეეხო, ნიმუშების შერევით სასურველ გემო მივიღეთ. ექსპერიმენტის მონაწილის განმარტებით, ეკრანს რძიანი შოკოლადის გემო ჰქონდა. 

პოტენციური აპლიკაცია სომელიებისა და მზარეულებისთვის დისტანციურ სწავლებას შესაძლებელს გახდის. ასევე, იგეგმება შეიქმნას აპლიკაცია, რომლის მეშვეობით მომხმარებელს, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან საჭმლის დაგემოვნება შეეძლება. 

კომენტარები