პოლიტიკური კრიზისი

კალაძე ოპოზიციაზე: მათთან თანამშრომლობა ცალ კარში თამაშს ჰგავს

მე აღვნიშნე ჩემი მზადყოფნა ოპოზიციასთან თანამშრომლობისადმი. ჩვენ შეიძლება მეგობრები არ ვიყოთ და ვერც ვიქნებით, მაგრამ თანამშრომლობისკენ ნაბიჯი გადმოვდგით. სანაცვლოდ, შეურაცხყოფა მივიღეთ. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ამ გზით შესაძლებელია თანამშრომლობა, საქმის კეთება, არ ვიცი. მე სხვა პრინციპებით ვცხოვრობ. ამ დამოკიდებულებით თანამშრომლობა ცალ კარში თამაშს ჰგავს. ეს, რა თქმა უნდა, ყველას არ ეხება.

თქვა თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე.

კომენტარები