მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: სუს უნდა გაუქმდეს და მის მაგივრად გაიხსნას დისკოთეკა

მთლიანად უნდა შეიცვალოს სასამართლო სისტემა, ყველანი უნდა იყვნენ დათხოვილი, მთლიანად უნდა გაუქმდეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, გაუქმდეს, დაიკეტოს, დიდი ბოქლომი დაედოს, დისკოთეკა გაიხსნას მაგის მაგივრად, თუ ვინმეს მოსწონს ეგეთ ადგილზე გართობა და მთლიანად უნდა გამოიცვალოს პროკურატურის კორპუსი, ამათ აღარაფერი აღარ გამოასწორებთ, ამათი გამოსწორება ისეთივე შეუძლებელია, როგორც, ძაღლის კუდი არ გასწორება, როგორც არის ქართული გამოთქმა.

მთლიანად უნდა შეიცვალოს, უნდა მოხდეს უზენაეს სასამართლოში, მათ შორის, უცხოელი მოსამართლეების მოწვევა, რათა შეიქმნას სტანდარტები, უნდა მოხდეს ქვედა დონეზე მოსამართლეების არჩევა და უნდა მოხდეს არა მუდმივი დანიშვნა, არამედ გარკვეული ვადით დანიშვნა და ძალიან მკაცრი ეთიკის კოდექსი, ძალიან მკაცრი კონტროლი შიგნით საზოგადოების მონაწილეობით.

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქალაქო სასამართლოში სიტყვით გამოსვლისას. დღეს, 2 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს ე.წ პიჯაკების საქმეს, რაც პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან თანხების გაფლანგვის ბრალდებებს ეხება.

კომენტარები