მიხეილ სააკაშვილი

დეგნანი: ვიმედოვნებ, სააკაშვილის მხარდამჭერები პასუხისმგებლიანად მოიქცევიან

მოხარული ვართ, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და შეუძლია საკუთარ სასამართლო მოსმენას დაესწროს. აშშ-მ და სხვებმა გააკეთეს მოწოდება, რომ თუ მას სურვილი ექნებოდა, [სასამართლო პროცესს] დასწრებოდა, მისი სამართლიანი სასამართლოს უფლების ფარგლებში. რაც გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციაშიც, რომ ყველა ბრალდებულს აქვს სამართლიანი სასამართლოს უფლება, [პროცესზე] პირადად დასწრების ჩათვლით, თუ ეს ნებავთ. 

მოხარული ვარე, რომ მას [მოსმენაზე] წასვლა შეუძლია. ვიმედოვნებ, მისი მხარდამჭერები პასუხისმგებლიანად მოიქცევიან. რა თქმა უნდა, მშვიდობიანი პროტესტის უფლება აქვთ, აქ მთავარი სიტყვაა მშვიდობიანი. იმედი მაქვს არ ჩაერევიან მართლმსაჯულების განხორციელებაში, რაც ამ ვითარებაში ასევე მნიშვნელოვანია.

თქვა აშშ-ს ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა ტელევიზია ფორმულას ეთერში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე დასწრებასთან დაკავშირებით.

კომენტარები