მიხეილ სააკაშვილი

პომერანცევი: სააკაშვილი ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცის მაურინიოა

პიტერ პომერანცევი

ავტორმა და მკვლევარმა პიტერ პომერანცევმა ამერიკის ხმასთან ინტერვიუში საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, ამ მოვლენის საზღვარგარეთ აღქმაზე ესაუბრა. ინტერვიუს ერთ-ერთი საკითხი მიხეილ სააკაშვილის დაკავება იყო.

პომერანცევის შეფასებით, ქვეყნის გარეთ სააკაშვილის დაკავებაში მთავარია, რომ ჩანს, პოლიტიკური მიზეზები და საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც პოლიტპატიმრები ჰყავს.

"მთავარია ის, რომ ჩანს ის პოლიტიკური მიზეზებით დააკავეს და საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც პოლიტიკური პატიმრები ჰყავს და ოპოზიციის წევრებს ციხეში სვამს, ვფიქრობ ამის მიღმა სხვას არავინ არაფერს არ ფიქრობს. შეიძლება, ვიღაც უყურებს დეტალურად სააკაშვილის ექსცენტრიულ თავგადასავალს მას შემდეგ, რაც ის პრეზიდენტი აღარ იყო. თუმცა უმეტესობისთვის ის ოპოზიციონერია, რომელიც ახლა ციხეშია და ეს არასწორია." - ამბობს პომერანცევი.

ავტორის თქმით, შესაძლოა, სხვადასხვა მიზეზები არსებობს, იმის ასახსნელად, რატომ არ არის დასავლეთიდან მოწოდებები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისკენ.

"შეიძლება ეს იმიტომაა, რომ ზოგი ფიქრობს, მან დაკარგა ის ბრწყინვალება, რაც ჰქონდა, ადამიანებს არ უყვართ როცა მათ წარუმატებლობასთან აკავშირებენ. შეიძლება მას უთხრეს, რომ არ დაბრუნებულიყო საქართველოში და ამის მიუხედავად უკან მაინც დაბრუნდა. ან შეიძლება უკავშირდებოდეს იმას, რომ დღეს საქართველო ცნობიერებიდან შორსაა და ბევრმა აღარ იცის იქ მიმდინარე ამბების შესახებ. შეიძლება ყველა ეს ფაქტორია." - თქვა პომერანცევმა.

პიტერ პომერანცევი მიხეილ სააკაშვილის ყოფილი საბჭოთა სივრცის მაურინიოს ადარებს და ამბობს, რომ ჯადოსნური, მაგიური მომენტების ძებნაში სააკაშვილი წრეზე დადის.

"სააკაშვილის განსაკუთრებული ტალანტის, განსაკუთრებული დროის, ვარდების რევოლუციის მის გარშემო ადამიანების და ოთხწლიანი რეფორმების პერიოდის შედეგად რაღაც განსაკუთრებული დინამიკა ვიხილეთ. თუმცა საინტერესოა, რომ მან მისი გუნდის გარეშე, კონტექსტის გარეშე, სხვაგან იგივე ვერ შეძლო. ის შეეცადა უკრაინაში იმავეს გაკეთებას თუმცა არ ჰქონდა ინსტიტუციური მხარდაჭერა და ეს იყო მხოლოდ რიტორიკა ქმედების გარეშე. ამიტომ ალბათ სააკაშვილთან ამ დინამიკის გასაკეთებლად, ბენდუქიძე და გუნდი გჭირდება და ამის გარეშე ეს უბრალოდ რიტორიკად რჩება. სააკაშვილი მაგიურ, ჯადოსნურ მომენტებს ეძებს, წრეზე დადის, თუმცა ამას ვერ ახერხებს და ეს ტრაგიკულად გამოიყურება. წარსულში მან ბევრი შეძლო, მას მაურინიოს შევადარებდი. თავიდან ძალიან წარმატებულად დაიწყო, რეტროსპექტივაში ხვდები, რომ ეს განსაკუთრებული დრო იყო. დღეს მაურინიო მიდის მანჩესტერ იუნაიტედში, რომაში, ფიქრობ რომ კიდევ ერთხელ გამოუვა, თუმცა არ გამოსდის. რადგან დრო შეიცვალა, კონტექსტი სხვაა და სულ 4-2-3-ს ვერ ითამაშებ. ამიტომ სააკაშვილი ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცის მაურინიოა." - თქვა პომერანცევმა.

კომენტარები