რეკლამა

(რ) სად ვიშოპინგოთ?

შავი პარასკევისა და წინასაახალწლო ფასადკლებების მოახლოებასთან ერთად თანდათან აქტუალური ხდება კითხვა - სად ვიშოპინგოთ? 21-ე საუკუნის ადამიანისთვის შოპინგი ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო საქმიანობაა, რომელიც ყველას ძალიან სიამოვნებს. არ აქვს მნიშვნელობა ახალი სამოსი გაქვთ თუ არა, მაღაზიებში გავლას წინ რა უდგას? განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საუკეთესო მეგობარი გყავს გვერდში. შოპინგი საკმაოდ კარგი გზაა ფსიქოლოგიური მდგომარეობის გასაჯანსაღებლად, ახალი ნივთის შეძენას კი შეუძლია ბედნიერების ჰორმონები გააქტიუროს ჩვენს ტვინში, რაც ყოველთვის ასე ძალიან გვჭირდება. თუ ცუდ ხასიათზე დადგებით, მაღაზიებში გასეირნება აუცილებლად გამოგიკეთებთ გუნება-განწყობილებას და აუცილებლად აისახება თქვენს ჩაცმულობაზეც. ყველა ადამიანს უნდა კარგად გამოიყურებოდეს, რაშიც უდიდეს წვლილს ჩაცმულობა თამაშობს, ამიტომ აუცილებელია ჩაცმას შესაბამისი პრიორიტეტი მივანიჭოთ და დრო მისთვის ყოველთვის გამოვყოთ. შოპინგისას ყოველთვის ვცდილობთ სასურველი სამოსი შედარებით დაბალ ფასში ვიპოვოთ, რის გამოც შეიძლება უამრავ მაღაზიას ვესტუმროთ. ამასთან ერთად, ფასდაკლებების ლოდინი სამოსისას შეძენის ერთ-ერთ ტრადიციადაც კი იქცა, განსაკუთრებით საყვარელი ბრენდების საიტებზე სტუმრობა. მიუხედავად ამისა, შეარებით დემოკრატიულად შოპინგისთვის რამდენიმე ალტერნატივაც არსებობს, მაგალითად მეორად მაღაზიებში ვიზიტი, სადაც საკმაოდ უნიკალური სამოსის პოვნაა შესაძლებელი, თანაც ძალიან დაბალ ფასად. ამას გარდა, საკმაოდ პოპულარულია
აუთლეტ მაღაზიებში გავლაც, რაც საქართველოში თანდათან უფრო მეტად ხდება
საინტერესო.

აუთლეტ მაღაზია განსაკუთრებული ტიპის მაღაზიაა, სადაც კონკრეტულ ბრენდებს განთავსებული აქვთ საკუთარი პროდუქტი დაბალ ფასად, რომლის მიზეზი ორგვარია, პირველი ის, რომ ბრენდები ხშირად ზედმეტი რაოდენობით აწარმოებენ პროდუქტს სეზონზე და მათ სრულად გაყიდვას ვერ ასწრებენ, ასეთ დროს კი ეს ტანსაცმელი აუთლეტ მაღაზიაში იკავებს ადგილს. მეორე მიზეზი კი უმინშვნელო გარეგნული წუნი შეიძლება იყოს, რომელიც ხშირად რთულად შესამჩნევიც კია. აუთლეტში შოპინგისას გაითვალისწინეთ, შეიძლება კონკრეტული სამოსი მხოლოდ ერთი ან ორი იყოს დარჩენილი, ამიტომ თუ რამეს დაადგავთ თვალს, აჯობებს არჩევანი მალევე გააკეთოთ, ვინაიდან თუ შეძენას გადადებთ, შემდეგ ვიზიტზე შეიძლება ვეღარ იპოვოთ, რაც ნამდვილად გულდასაწყვეტი ფაქტია. საქართველოში აუთლეტების მიმართულ სულ უფრო მეტად იმატებს ინტერესი და ნელ- ნელა პოპულარული ხდება აქ შოპინგი. ასეთი ტიპის მაღაზიებში შოპინგი უცხოელი სტუმრისთვისაც საინტერესოა, Outlet brands Tbilisi შეიძლება მათი საყვარელი სიტყვათშეთანხმებაც კი იყოს გუგლში ძიებისას. აქედან გამომდინარე, ბუნებრივად გაჩნდა ინტერესი, შექმნილიყო ისეთი სივრცე, რომელიც გააერთიანებდა მხოლოდ ამ ტიპის ბრენდულ მაღაზიებს, რაც მსოფლიოში საკმაოდ პოპულარული
გადაწყვეტილებაა.

აუთლეტ სოფლის კონცეფციით სულ მალე ახალი სივრცე გაიხსნება, რომელიც ევროპა- აზიის გზაგასაყარზე ყველაზე დიდი სივრცე იქნება ამ სპეციფიკით და თავს მოუყრის ისეთ ცნობილ ბრენდებს, როგორიცაა Dior, Gucci, Armani, Nike, Adidas, Puma, Dolce & Gabbana, Chanel, New Balance, Kappa, Diesel, Lee Wrangler, Levi’s და სხვა. მათთან ერთად კი, აქ წარმოდგენილნი იქნებიან ადგილობრივი ბრენდებიც.

ასეთი ტიპის სივრცე საშუალებას მისცემს ნებისმიერს უფრო დიდი არჩევანი და მეტი კომფორტი ქონდეთ შოპინგისას. როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე მეზობელი თუ სხვა ქვეყნის ვიზიტორს საშუალება ექნება აღმოაჩინოს Outlet brands Tbilisi ერთ სივრცეში, რომელიც საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე იქნება წარმოდგენილი.

კომენტარები