დავით ტურაშვილი

ტურაშვილი იზორიას წიგნზე: ის აღმოვაჩინე, რასაც სულ ვეძებ – როგორ უნდა აღიზარდოს ბავშვი

ყველაზე რთული მეცნიერება, მე მაინც პედაგოგიკა მგონია და ამ წიგნში კი სწორედ ისიც აღმოვაჩინე, რასაც სულ ვეძებ - თუ როგორ უნდა აღიზარდოს ბავშვი თავისუფლებისა და სამართლიანობის საკვებთან ერთად, როგორ ისწავლოს პასუხისმგებლობა და სახელმწიფოებრივი აზროვნება, რომ მერე დიდობაში, ის არ დაემართოს, რაც უფროსებს ემართებათ ხოლმე, როცა ჩაგვრისა და უსამართლობის მხარეს დგებიან (თუნდაც შემთხვევით)

ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, ასე აფასებს გერმანიაში საქართველოს ელჩის, ლევან იზორიას წიგნს - "თავისუფლება - პროცესი სამართლიანობისთვის" მწერალი, დავით ტურაშვილი. ტურაშვილის გამოხმაურება წიგნს აქვს დართული. 

კომენტარები