მიხეილ სააკაშვილი

მარგველაშვილი რუსებს: სააკაშვილი შეურაცხყვეს ქართველებმა, მაგრამ მათ თქვენ უხდით ფულს

იმ რუსებს, რომლებიც იცინიან საქართველოს მესამე პრეზიდენტის შეურაცხყოფის კადრებზე: დიახ, ეს ქართველებმა გააკეთეს, მაგრამ ამ ქართველებს თქვენ უხდით! დანარჩენ საქართველოს კი აერთიანებს ზიზღი იმ ოპრიჩნინას მიმართ, რომელიც უცხოა ჩვენი ამაყი და თავისუფლებისმოყვარე ერისთვის.

წერს საქართველოს ექსპრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი Twitter-ზე, პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ვიდეოს შესახებ, სადაც ჩანს, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტი გლდანის ციხეში ძალის გამოყენებით გადაიყვანეს.

კომენტარები