სომხეთი-აზერბაიჯანი

აშშ: მოვუწოდებთ სომხეთს და აზერბაიჯანს გააგრძელონ ყარაბაღის პრობლემების გადაჭრაზე მუშაობა

RIA

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების წლისთავს ეხმაურება. აშშ-ს მწუხარებს გამოთქვამს 2020 წლის შემოდგომაზე კონფლიქტში დაღუპულთა და დაშავებულთა გამო.

აშშ მხარეებს მოუწოდებს ტყვეების გაცვლისკენ, უგზოუკვლოდ დაკარგულთა სრული ანგარიშის შედგენისკენ, იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთარ სახლებში თავისუფლად დაბრუნების შესაძლებლობის შექმნისკენ, და კონფლიქტით დაზარალებულ ზონებში ტერიტორიების განაღმვისკენ. აშშ-ს ასევე ითხოვს ადამიანის უფლებების და საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევებზე ბრალდებების გამოძიებას.

აშშ სომხეთსა და აზერბაიჯანს თანამშრომლობის გაგრძელებისკენ მოუწოდებს.

"ამერიკის შეერთებული შტატები რჩება სამხრეთ კავკასიის რეგიონის უსაფრთხო, სტაბილური, წარმატებული და მშვიდობიანი მომავლის ერთგული. ევროპულ და ევრაზიულ საქმეთა ბიუროში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე, ერიკა ოლსონი ამჟამად რეგიონშია, რათა სამივე ქვეყანასთან განიხილოს ორმხრივი ურთიერთობის საკითხები და რეგიონის თანამშრომლობის შესაძლებლობები გამოიკვლიოს.

ჩვენ მოვუწოდებთ სომხეთსა და აზერბაიჯანს გააგრძელონ და გააძლიერონ ჩართულობა, მათ შორის მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ეგიდით, რათა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტით გამოწვეული ან მასთან დაკავშირებული ყველა მიმდინარე პრობლემის მიმდინარე ყოვლისმომცველი გადაწყვეტა იპოვონ." - ნათქვამია განცხადებაში.

27 სექტემბერს მთიანი ყარაბაღის რეგიონში დაიწყო შეიარაღებული დაპირისპირება. კონფლიქტი 9 ნოემბრამდე გაგრძელდა. რუსეთისა და აშშ-ს შუამავლობით დაიდო ცეცხლის შეწყვეტის რამდენიმე შეთანხმება, რომლებიც მალევე დაირღვა. აზერბაიჯანმა დაიკავა მთიანი ყარაბაღის რეგიონის სამხრეთით მდებარე ტერიტორიები და აიღო ქალაქი შუშა. სომხეთის ინფორმაციით, კონფლიქტს მათ მხარეს 2 996 სამხედრო და 55 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. აზერბაიჯანის მიხედვით, დაიღუპა მათი 2 783 ჯარისკაცი და 100 მშვიდობიანი მოქალაქე. 9 ნოემბერს შეთანხმება აზერბაიჯანმა, სომხეთმა და რუსეთმა მთიანი ყარაბაღის რეგიონში მიმდინარე კონფლიქტის დასრულების თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს. შეთანხმების შემდეგ რეგიონში სამშვიდობო ძალების განთავსება დაიწყო რუსეთმა

კომენტარები