ტირამისუ

93 წლის ასაკში გარდაიცვალა ადო კამპეო, რომელსაც ტირამისუს მამას უწოდებდნენ

ცნობილი იტალიური რესტორნის Le Beccherie-ის მეპატრონე ადო კამპეო 93 წლის ასაკში გარდაიცვალა . უკვე დიდი ხანია, რაც ტირამისუს დაბადების ადგილად Le Beccherie მიიჩნევა. იტალიური დესერტი მენიუში 1972 წელს გამოჩნდა და პოპულარობა მთელ მსოფლიოში მოიპოვა. 

მართალია, კამპეო ითვლება “ტირამისუს მამად”, მაგრამ სინამდვილეში მისი ცოლი - ალბა კამპეო იყო ერთ-ერთი შეფი, რომელმაც ტირამისუ "გამოიგონა". რეცეპტი აღიარებულია იტალიური კულინარიული აკადემიის მიერ. ასევე, მას ევროკავშირმა დაცვის სტატუსი მიანიჭა - მარწყვითა და კრემით მომზადებული დესერტი ტირამისუდ არ ჩაითვლება. 

თუმცა, ყველა არ იზიარებს ტირამისუს წარმოშობის შემოთავაზებულ ისტორიას. იტალიელი შეფ კარმინანტონიო იანაკონეს თქმით, თავადაა პოპულარული დესერტის ავტორი. 

Le Beccherie სამოცდათოთხმეტწლიანი არსებობის შემდეგ, 2014 წელს დაიკეტა. 

კომენტარები