თამარ ჟვანია

თამარ ჟვანია უზბეკეთში IFES-ის დირექტორად დაინიშნა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყოფილი თავმჯდომარე თამარ ჟვანია, უზბეკეთში, ამერიკული ორგანიზაცია საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) დირექტორად დაინიშნა.

ჟვანიას შესახებ ინფორმაცია IFES-ის ოფიციალურ ვებგვერდზე 13 ოქტომბერს განთავსდა.

30 ივნისს, თამარ ჟვანია ცესკოს თავმჯდომარეობიდან გადადგა. გადადგომამდე 9 დღით ადრე, 21 ივნისს, მან პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ გადადგომას არ აპირებდა. 

ოპოზიციური პარტიების ნაწილი თამარ ჟვანიას გადადგომას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ითხოვდა. 

კომენტარები