ლარის კურსი

ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან კი გაუფასურდა

ეროვნული ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 15 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებით 0.12 თეთრით გამყარდა. დღევანდელი კურსით, ერთი დოლარი 3.1129 ლარი ღირს.

ევროსთან მიმართებით კი ლარი 0.63 თეთრით გაუფასურდა და გაცვლითმა კურსმა 3.6822 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება სხვა ვალუტებს, 1 თურქული ლირის კურსი 0.3690 ლარს შეადგენს, ხოლო 1 ბრიტანული ფუნტი 4.3039 ლარი ღირს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში 16 სექტემბრიდან შევა.

კომენტარები