ლარის კურსი

ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან კი გაუფასურდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 14 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებით 0.11 თეთრით გამყარდა. დღევანდელი კურსით, ერთი დოლარი 3.1141 ლარი ღირს.

ევროსთან მიმართებით კი ლარი 0.68 თეთრით გაუფასურდა და გაცვლითმა კურსმა 3.6759 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება სხვა ვალუტებს, 1 თურქული ლირის კურსი 0.3683 ლარს შეადგენს, ხოლო 1 ბრიტანული ფუნტი 4.3189 ლარი ღირს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში 15 სექტემბრიდან შევა.

კომენტარები