პოლიტიკური კრიზისი

პრემიერი ჟურნალისტს: ვინ ხარ შენ, ჩემი უფროსი ხარ? გაიყვანეთ აქედან, პროვოკატორია

ირაკლი ღარიბაშვილი
იმედი

"ვინ ხარ შენ, ჩემი უფროსი ხარ?", - ასე მიმართა პრემიერმინიტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტს, რომელიც ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა ბექაურისთვის მართვის მოწმობის ჩუქებაზე კითხვის დასმას ცდილობდა. მან ჟურნალისტს პროვოკატორი უწოდა და მისი გაყვანა მოითხოვა. 

"მე არ მიჩუქებია, ტყუილია... შემდეგი საკითხი... ერთი წუთით, პროვოკაციაა, მიბრძანდით აქედან, პროვოკაციაა, მიბრძანდით აქედან, შემდეგი... გაიყვანეთ აქედან, პროვოკაციაა, მიბრძანდით აქედან, პროვოკატორი ხართ, მიბრძანდი, პროვოკატორი ხარ, მიბრძანდი, მიბრძანდი" - მიმართა პრემიერმინისტრმა ჟურნალისტს, რომელმაც სატელეფონო საუბარის ამსახველი აუდიოჩანაწერის მოსმენა შესთავაზა.

"რატომ უნდა მოვუსმინო, ვინ ხარ შენ, ჩემი უფროსი ხარ?" - უთხრა ირაკლი ღარიბაშვილმა მედიის წარმომადგენელს და კითხვებს აღარ უპასუხა.

"პროვოკატორები ხართ" - მიმართა პრემიერმინისტრმა ჟურნალისტებს მანქანიდან.

კომენტარები