ლარის კურსი

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა

პირველი სექტემბრის ბოლოსთვის ერთი აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 3.1148 ლარია, ევროსი კი – 3.6817 ლარი.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებით 0.41 თეთრით გაუფასურდა. კურსი, რომელიც დღემდე მოქმედებდა, 3.1107 ლარი იყო.

ლარი გაუფასურდა ევროს მიმართაც, რომლის ოფიციალური გაცვლითი კურსი პირველი სექტემბრის ბოლოსთვის 3.6817 ლარია, მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.6806 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარი ევროს მიმართ ზუსტად 0.11 თეთრით გაუფასურდა.

რაც შეეხება სხვა ვალუტებს, 1 თურქული ლირის კურსი 0.3759 ლარს შეადგენს, ხოლო 1 ბრიტანული ფუნტი 4.2841 ლარი ღირს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში 2 სექტემბრიდან შევა.

კომენტარები