Orkebi.ge

Orkebi.ge – მოძალადეთა ღია ბაზა, რომელშიც მათი მოძებნა და დამატება შეგიძლიათ

Orkebi.ge

სამოქალაქო აქტივისტებმა შექმნეს მოძალადეთა ღია ბაზა – Orkebi.ge, რომელშიც მათი მოძებნა და დამატებაა შესაძლებელი.

ონლაინ პლატფორმის შემქმნელების ინფორმაციით, ბაზა ემსახურება საზოგადოებაში რადიკალური ჯგუფების, მოძალადეების, მოძალადეების დამფინანსებელთა, მხარდამჭერთა და ხელის შემწყობთა იდენტიფიკაციას, კატალოგიზაციას და სამართალდამცავთა და სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის სამართლებრივი მტკიცებულებების შეგროვების სამუშაოს გაადვილებას.

ბაზაში უკვე დამატებული მოძალადეების ნაწილი აქტიურად იყო ჩართული 5-6 ივლისს ძალადობრივ მოვლენებში. მათ შორის არიან პუტინისტური მედია ალტ-ინფოს დამფუძნებლები, ზურა მახარაძე და კონსტანტინე მორგოშია, გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავაზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული დავით კუტალაძე, ასევე, დეკანოზი შალვა კეკელია, მამა დავით რუხაძე და სხვები.

კომენტარები