სვეტიცხოველი

კობახიძე სვეტიცხოველში რუსულად წირვაზე: საეგზარხოსო აღადგინა ილია II-მ, უკვე ოფიციალურად

"35 წლის წინ მივედი ეკლესიაში და სლავურ ენაზე წირვა სვეტიცხოველში არ ყოფილა ამდენი ხანი. ამას პრინციპული მნიშვნელობა აქვს, რადგან, მეოცე საუკუნის დასაწყისში, როდესაც ავტოკეფალია აღვადგინეთ, რუსეთმა თქვა: სადაც ქართულად წირავენ, ის იყოს ავტოკეფალური და სადაც სლავურად, ის ჩვენი დარჩესო. საეგზარხოსო აღადგინა ილია II-მ, ახლა უკვე ოფიციალურად". - ასე გამოეხმაურა თეოლოგი ბასილ კობახიძე სვეტიცხოველში წირვის რუსულად აღსრულებას.

სვეტიცხოველში წირვა რუსულად აღსრულდა - მოსკოვს დაქვემდებარებული უკრაინის ეკლესიის წარმომადგენლებს საპატრიარქომ ქვეყნის მთავარ კათედრაზე სლავური ლოცვის უფლება მისცა. ვიდეომასალა მსოფლიო საეკლესიო სიახლენი-მ გაავრცელა.

უკრაინის ავტოკეფალურ ეკლესიას საქართველოს საპატრიარქო ამ დრომდე არ აღიარებს.

კომენტარები