ოპერატორის გარდაცვალება

მეუფე ანტონი ჟურნალისტებს:[ლაშქარავა] თქვენ გარდააცვალეთ, თქვენ ხართ პასუხისმგებელი

"თქვენ ახალისებდით. თითოეული უწევთ პროპაგანდას. თქვენ გარდააცვალეთ, თქვენზეა მაგ პასუხისმგებლობა, იცით, რუსთაველზე რომ გამოხვალთ, სწირავთ, თქვენ ხართ პასუხისმგებელი მის მკვლელობაზე". – ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი, მეუფე ანტონი TV1-ის ოპერატორის ლექსო ლაშქარავას სიკვდილში ჟურნალისტებს ადანაშაულებს. ამასთან ერთად, მეუფე ანტონი ელჩებსაც მიმართავს და ამბობს, რომ სწორედ მათ გამოურეცხეს ტვინი მოქალაქეებს.

"ტვინი რომ გამოგირეცხეს ნარკოტიკებითა და ფსიქოტროპული წამლებით, ტვინი რომ გამოგირეცხეს, თავად მოძალადეებო, ჩვენ რომ მოძალადეებს გვეძახით. შეხედეთ, თქვენ რაებს წერთ და რაებს ლაპარაკობთ საპატრიარქოზე. შეტაკება იქ გენახათ, სპეცტექნიკა რომ გამოსულიყო. თქვენ ახალისებდით,  ტორპედოებად გაგწირეს და სწირავთ ხალხს. პრაიდი 1 საათზე იყო გამოცხადებული, ლოცვა 5-ზე საიდან იყო მოწოდება. თქვენი ძალადობრივი სიმართლიდან, ჩვენი რომ დავიცვათ გვიწევს მერე". – ამბობს მეუფე ანტონი. 

ამასთან  დაკავშირებით 11 ივლისს მეუფე ანტონმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის საელჩოებს მიმართა: "რაიო? შეურაცყობილები ვართო, რატომ არ გამოიყვანეთ სპეცტექნიკა , რომლითაც აღჭურვეთო? რატომ არ იძალადეთ უმრავლესობაზეო? ერთი ჟურნალისტი დაიღუპა და რა ამბავში ხართ და იმ მასობრივ არეულობაში რაც მოხდებოდა, დაგაკმაყოფილებდათ, ვამპირებო?".


TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისს ორკებმა სასტიკად სცემეს, 11 ივლისს, დედამ გარდაცვლილი იპოვა.  შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით პარლამენტთან გამართული აქციის ორგანიზატორები პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის, მთავრობისა და სუს-ის ხელმძღვანელის გადადგომას მოითხოვენ. 

TV პირველის გადამღებ ჯგუფზე ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ხუთი ორკი ჰყავს დაკავებული. ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიას თქმით, მათ ოცამდე მოძალადე სცემდა.

კომენტარები