პუტინისტურმა ჯგუფებმა სირცხვილიას ოფისთან ფორმულას გადამღებ ჯგუფს ქვები დაუშინეს

ფორმულა/კადრი ვიდეოდან

პუტინისტურმა ჯგუფებმა მოძრაობა სირცხვილიას ოფისთან ფორმულას გადამღებ ჯგუფს ქვები დაუშინეს. ძალადობრივი ჯგუფის წევრებმა ქვები დაუშინეს ადგილობრივ მოსახლეობასაც.

ძალადობრივი ჯგუფები სირცხვილიას ოფისში შეჭრას ცდილობენ - ადგილზე ჟურნალისტებს მუშაობის საშუალებას არ აძლევენ, აყენებენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, უმტვრევენ ტექნიკას.

კომენტარები