გარე სივრცეში პირბადის ტარება

ცერცვაძე: ღია სივრცეში პირბადის ტარების აუცილებლობის მოხსნის საკითხი განიხილება

მე არ ვიქნებოდი მომხრე, რომ ვიჩქაროთ პირბადის გამოყენებაზე უარის თქმა, რადგან ეს არის ერთადერთი რეგულაცია, რომელიც გვიცავს ინფიცირებისგან და ძალიან ძლიერად იცავს. გასულმა თვემ გვიჩვენა, რომ ვინც პირბადეს ატარებდა, მათი ინფიცირება პრაქტიკულად არ ხდებოდა. განიხილება პირბადის მოხსნაც, მაგრამ ღია სივრცეში. მე პირადად მხარს დავუჭერდი ღია სივრცეში პირბადის ტარების აუცილებლობის გაუქმებას, მაგრამ არამც და არამც დახურულ სივრცეში. დახურულ სივრცეში ჩვენთან პირბადის ხმარება ჯერჯერობით საჭიროა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ამბობს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე. 

კომენტარები