ერთობა რაობა იმედი

ვასაძე: ყველა, ვინც ქოცებს აძლევს ხმას, ჩვენი პოტენციური ამომრჩეველია

მე პირველ პრესკონფერენციაზე ვთქვი, რომ ჩვენ საამომრჩევლო ბაზა შედგება 3 ნაწილისაგან. პირველ რიგში, ის ხალხი, ვინც არ დადის არჩევნებზე, ეს 60%, იმიტომ, რომ არ მოსწონს ის პოლიტიკური პრეისკურანტი, რომელსაც მას სთავაზობენ, ჩაქნეული აქვს ხელი ყველაფერზე და პოლიტიკურად არის პასიური, იმიტომ, რომ ამდენჯერ მოატყუეს პოლიტიკოსებმა და გაუცრუეს გული. ამომრჩეველთა უმრავლესობა, რომელიც რჩება სახლში და არ დადის არჩევნებზე, არის სწორედ ის ხალხი, ვისთვისაც ჩვენ შევქმენით ერთობა რაობა, იმედი.

ჩვენი ამომრჩევლების მეორე კატეგორია არის სრულიად ელექტორატი ქოცებისა, იმიტომ, რომ ქართულ ოცნებას არასდროს არ ჰქონია მკაფიო იდეოლოგია, ისინი ამბობდნენ - არა მიშას, მოგვეცით ხმა ჩვენ, თორემ მოვა მიშა და ეგ იყო მთელი მაგათი პოლიტიკური პლატფორმა, შეიყვანეს ქვეყანა ჭაობში. აქედან გამომდინარე, ჩვენი აზრით, რა თქმა უნდა, ყველა, ვინც ქოცებს აძლევს ხმას, არის ჩვენი პოტენციური ამომრჩეველი. 

მესამე - ის ხალხი, ვინც ისე გამწარდა ბიძინაზე და ქოცებზე, რომ მაგათ ჯინაზე აძლევდა ნაცებს ხმას, მე ამას ვერასდროს ვერ გავამართლებ

ამბობს პუტინისტი ბიზნესმენი, ლევან ვასაძე TV პირველთან ინტერვიუში. ვასაძემ პოლიტიკური მოძრაობა, ერთობა, რაობა, იმედი ჩამოაყალიბა.

კომენტარები